მხარი დაუჭირეთ კვარას - „ოქროს ბურთის“ ოფიციალურმა გვერდმა კვარაცხელიას ვიდეო გამოაქვეყნა
1790112207
ძალადობაში ბრალდებულ ორ ახალგაზრდასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვ.ა-ს 3 000 ლარი და ერთწლიანი პირობითი მსჯავრი შეეფარდა, ხოლო გ.კ-ს კი 3 000 ლარის გადახდა დაეკისრა.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, ძალადობა „ახალციხის ციხის“ ტერიტორიაზე მდებარე სასტუმრო „ჯინო ველნეს რაბათში“ ქალების მიმართ განხორციელდა. დაპირისპირება სტუმრებს შორის მოხდა.
საკითხთან დაკავშირებით დეტალებზე არ საუბრობენ ბრალდებულების ადვოკატები. კომენტარს არ აკეთებენ სასტუმროშიც. მომხდარზე გამოძიება სსკ–ის 126–ე მუხლით მიმდინარეობდა. ცნობისთვის, ორივე პირი წარსულში ნასამართლევია.
წყარო: „სამხრეთის ჯარიბჭე“