1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
საქართველოს პროკურატურამ დაცვის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებით, ადვოკატის მიმართ ძალადობისა და მუქარის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 16 მარტს, თბილისში, „გლდანის ხიდების“ მიმდებარე ტერიტორიაზე, პ.ჭ. მის ადვოკატს გ.ბ.-ს საადვოკატო საქმიანობასთან დაკავშირებული მოტივით და სასამართლოში საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა და ბასრი საგნით სახის არეში ჭრილობა მიაყენა.
სამართალდამცავებმა პ.ჭ. 19 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ადვოკატის მიმართ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების ან დაზიანების მუქარა დაცვის განხორციელებასთან, სასამართლოში საქმის ან მასალის განხილვასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ პ.ჭ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.