ეს შხამიანი მცენარე სახლში არ უნდა გაზარდოთ - ნახეთ, რომელ ყვავილზეა საუბარი
1736436078
საქართველოს პროკურატურა "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვს.
ბრალდების მხარემ სასამართლო სხდომაზე ბაჩიაშვილისთვის 3 მილიონ ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა.
ამასთან, პროკურატურამ ბრალდებულის მიმართ ორი დამატებითი ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობაც დააყენა, კერძოდ, საქმის გამოძიების დასრულებამდე, ბაჩიაშვილის კუთვნილი პასპორტების საგამოძიებო ორგანოსთვის ჩაბარება და საქართველოს ტერიტორიის დატოვების აკრძალვა.
ცნობისთვის, საუბარია, 2017 წელს განხორციელებულ ქმედებაზე. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა.