პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მთავრობასთან ერთად, აქტიურად ვმუშაობთ საპოლიციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პოლიციელებისთვის ევროპული სტანდარტის სამუშაო პირობების შექმნაზე, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, აქტიური მუშაობა გრძელდება სამინისტროს თითოეული თანამშრომლისთვის ღირსეული სოციალური გარანტიების უზრუნველყოფაზე.
„რა თქმა უნდა, თავის მხრივ, თითოეულ ხელმძღვანელ პირს, სახელმწიფოს მეთაურს, კარგად ესმით, რა მნიშვნელობა აქვს პოლიციელთათვის ღირსეული სამუშაო პირობების უზრუნველყოფას. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მთავრობასთან ერთად, აქტიურად ვმუშაობთ საპოლიციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პოლიციელებისთვის ევროპული სტანდარტის სამუშაო პირობების შექმნაზე. ასევე, აქტიურ მუშაობას განვაგრძობთ სამინისტროს თითოეული თანამშრომლისთვის ღირსეული სოციალური გარანტიების უზრუნველყოფაზე. ჩვენ გააზრებული გვაქვს და ძალიან კარგად გვესმის, რომ ევროპული სტანდარტიზაცია არ უნდა მოიცავდეს მხოლოდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ევროპული პრინციპების დაცვა და განვითარების ძალა ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობაა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.