„სანამ რამეს იტყვით, სანამ განსჯით ჩემს გზას...“ - რას წერდა შვილის მიერ მოკლული ნინო ხოჭოლავა
1733141966
უკრაინაში, ქალაქ დნიპროში პოლიციელთან შელაპარაკების დროს, პოლიციელის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად ჯუმბერ სილოგავა დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
შემთხვევა გასულ ღამით, 29 აგვისტოს მოხდა, როცა დნიპროში საპატრულო პოლიციის ორმა თანამშრომელმა „იაგუარის“ მარკის ავტომანქანა გააჩერეს, რომელშიც 38 წლის ჯუმბერ სილოგავა, მისი ყოფილი მეუღლე და მათი ორი შვილი იმყოფებოდნენ. სამართალდამცველებსა და მამაკაცს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც პოლიციელმა იარაღი გამოიყენა. სილოგავა მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
გამოძიების სახელმწიფო ბიუროში აცხადებენ, რომ ავტომობილის მძღოლმა უგულებელყო საგზაო მოძრაობის წესების კანონიერი მოთხოვნები, იქცეოდა აგრესიულად და აღენიშნებოდა სიმთვრალის ნიშნები.
სოციალურ ქსელში პატრულისა და სილოგავას დაპირისპირების ვიდეო გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ პოლიცია ქალის მანქანიდან გადმოყვანას ცდილობდა, მან კი წინააღმდეგობა გაუწია. ამის შემდეგ სილოგავასა და პატრულს შორის დაპირისპირება მოხდა, რასაც პოლიციელის მხრიდან გასროლა მოჰყვა.
ეროვნულმა პოლიციამ შიდა გამოძიება დანიშნა და ორივე პატრულის თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა.
მოგვიანებით, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სილოგავა შესაძლოა ერთ-ერთი გავლენიანი ადგილობრივი კრიმინალური ჯგუფის წევრი ყოფილიყო.
ასევე ცნობილი გახდა, რომ ის უკრაინაში სხვადასხვა ბიზნესსაქმიანობას ეწეოდა.
სალომე ზურაბიშვილი მიმართვას ავრცელებს
1733138019