დავით ქევხიშვილი: სამწუხაროა, რომ რიგი ტიტულიანი სპორტსმენები თავიანთი არაპატრიოტული პოზიციის დაფიქსირებით ფრთებს ასხამენ პროცესების რადიკალურ განვითარებას

დავით ქევხიშვილი

ძიუდოისტი დავით ქევხიშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„უცხო არავისთვის არ არის საქართველოში პროტესტის გამოხატვა. ჩვენი უკანასკნელი 30 წლიანი დამოუკიდებლობის მანძილზე ბევრჯერ დამდგარა ამის საჭიროება მაგრამ ის ფორმა და მიმართულება რაც დღეს ეძლევა საპროტესტო აქციებს არის ყოვლად მიუღებელი და ამავე დროს საშიში.

სამწუხაროა, რომ რიგი ტიტულიანი სპორტსმენები თავიანთი არაპატრიოტული პოზიციის დაფიქსირებით ფრთებს ასხამენ პროცესების რადიკალურ განვითარებას.

ამ რანგის სპორტსმენები მხოლოდ ცალმხრივად რომ აპროტესტებთ ძალადობის ცალკეულ ფაქტებს (რაც რა თქმა უნდა დასაგმობია) დავიჯერო ვერ უყრით სიტყვებს თავს, რომ დაგმოთ ზოგადად ძალადობა და პირველ რიგში ის გაუგონარი აგრესია, რასაც რადიკალურად განწყობილი ჯგუფები გამოხატავენ? რატომ ვერ ხედავთ ამაში საფრთხეს სამოქალაქო დაპირისპირების თუ ხედავთ და თქვენთვის სულერთია?

დაანებეთ თავი საკუთარი კომფორტის ზონაზე ზრუნვას, თუ გაქვთ რამე სათქმელი თქვით პირდაპირ რა არ მოგწონთ. ან რომ გამოსდებთ ორაზროვან პოსტებს ევროკავშირის დროშით, სად ნახეთ, რომელ განცხადებასა თუ მიმართვაში მოისმინეთ, რომ ევროკავშირში ინტეგრაციაზე ვინმე უარს ამბობს.

საქართველო თავისთავად არის ევროპის და ევროპული კულტურის შემადგენელი ნაწილი ხოლო მის სამართლებრივ სისტემას შეუერთდება მხოლოდ ღირსებით“, - წერს დავით ქევხიშვილი.