მარკო რუბიო აცხადებს, რომ ვაშინგტონი კუბას სანქციებს უწესებს

მარკო რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ ვაშინგტონი კუბას სანქციებს უწესებს. სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ახალი სანქციები ცხრა ორგანიზაციისა და სამი ფიზიკური პირის წინააღმდეგ დაწესდა. განცხადების მიხედვით, სანქციები მიზნად ისახავს კუბის ხალხთან მეგობრობის ინსტიტუტის (ICAP) ხელმძღვანელობისა და ცხრა კუბური ორგანიზაციის საქმიანობის შეზღუდვას, რომლებიც შტატებში დივერსიებს აწყობენ.

„კუბის რეჟიმი დიდი ხანია, აფინანსებს შეერთებულ შტატებში უზარმაზარ დივერსიულ ქსელს, რომლის მიზანია დივერსიული პირების იდენტიფიცირება, განვითარება და რადიკალიზაცია, ძირითადად საგანმანათლებლო ან კულტურული გაცვლის საბაბით. სულ რამდენიმე დღის წინ, რეჟიმმა სცადა კომუნისტი ლიდერისა და დესპოტის, ფიდელ კასტროს, 100 წლის იუბილეს გამოყენება ამ დივერსიული ქსელის გასააქტიურებლად, ჰავანაში საერთაშორისო სიმპათიების ახალი ბრიგადის გადაყვანით, რათა რეჟიმის წარმომადგენლებთან დაამყარონ კავშირი. ტრამპის ადმინისტრაცია არ იდგება უყურადღებოდ, ვიდრე მტრულად განწყობილი უცხო ძალა ცდილობს ჩვენი თავისუფლების ექსპლუატაციას“,- ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, მარკო რუბიოს განცხადებით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია კუბის რეჟიმის ანტიამერიკულ კამპანიას არ შეეგუება.

„ასევე, მე ვაცხადებ ცხრა სუბიექტის დასანქცირებას, მათ შორის კუბის მშენებლობის სამინისტროს, რომლებიც რეჟიმის რეპრესიულ აპარატს ინარჩუნებენ ძირითადი ეკონომიკური სექტორების კონტროლის გზით. დღევანდელი გადაწყვეტილება ნათლად აჩვენებს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია არ შეეგუება კუბის რეჟიმის მცდელობებს, დააფინანსოს თავისი რეპრესიები ან გააგრძელოს ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე ანტიამერიკული კამპანია“,- ნათქვამია განცხადებაში.