პატიმრის გარდაცვალების საქმეზე, სამსახურებრივი გულგრილობისთვის ინსპექტორ-კონტროლიორი ამხილეს

ამერიკის პოლიცია

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, პენიტენციურ დაწესებულებაში, პატიმრის მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე, სამსახურებრივი გულგრილობისთვის, დაწესებულების ინსპექტორ-კონტროლიორი იქნა მხილებული, - განცხადებას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

,,გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წლის 1 აგვისტოს, №10-ე პენიტენციურ დაწესებულებაში, ინსპექტორ-კონტროლიორმა, რომელსაც პატიმარ გ.გ.-ს სათანადო მეთვალყურეობა ევალებოდა არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა და არ გადაამოწმა საკნის სააბაზანო ოთახში მყოფი მსჯავრდებული.  პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის სამსახურებრივი გულგრილობის შედეგად, უმეთვალყურეოდ დარჩენილმა პატიმარმა სააბაზანოში შეტანილი ზონრის გამოყენებით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, პენიტენციური სამსახურის ხელშეწყობით, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება უზრუნველყო. კერძოდ, გამოიკითხა  35 პირი,  დათვალიერდა №10 პენიტენციური დაწესებულება და შემთხვევის ადგილი, საიდანაც ამოღებული იქნა ნივთიერი მტკიცებულებები, ჩატარდა კომპლექსური ქიმიური, ბიოლოგიური, სასამართლო-სამედიცინო, მიკრონაწილაკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზები, ასევე მოპოვებული იქნა ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერები.

გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობისთვის, სამართალდამცველს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარუდგინა.

დანაშაული 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე აგრძელებს გამოძიებას", - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე ნახეთ:

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

რა ეღირება ხვალ დოლარი და ევრო

VIDEO: დედასთან და გელა გნოლიძესთან ერთად „მაკარენაზე“ აცეკვებული ბაბი კირკიტაძე