„ყურადღება მიაქციეთ ცხიმს ხორცზე...“ - სპეციალისტების გაფრთხილება ხორცის შეძენის წინ
1795331501
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კირცხალიას განცხადებით, უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება სუროგაციის აკრძალვასთან დაკავშირებით, არ ეხება ე.წ. ინვიტრო განაყოფიერებას.
"აქ არის ორი მიმართულება, ერთი ე.წ. ინვიტრო განაყოფიერება. ეს რჩება ისე, როგორც არის, ბევრი ფაქტორის და მიზეზის გამო. დარჩება ისევე მკაცრი რეგულირების ქვეშ, როგორც არის", – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
ცოტა ხნის წინ, საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე აღინიშნა, ამ საკითხზე აქტიური კომუნიკაცია აქვთ საქართველოს საპატრიარქოსთან და შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უახლოეს მომავალში დაინიცირდება.