პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
სპეციალური პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„უსაფუძვლოა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია მსჯავრდებულ მ. სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და არასათანადო სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით.
მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით განვმარტავთ, რომ მ.სააკაშვილი პენიტენციურ სისტემაში მოთავსების დღიდან ინტენსიური, 24-საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო სერვისით, მკურნალი ექიმისა და ადგილზე არსებული სამედიცინო პერსონალის უშუალო ზედამხედველობასთან ერთად, უტარდება სხვადასხვა ექიმ-სპეცილისტის კონსულტაცია (ფსიქიატრი, დერმატოლოგი, უროლოგი, ჰემატოლოგი, გასტროენტეროლოგი, ნევროლოგი, კარდიოლოგი). დანიშნული აქვს და მიეწოდება შესაბამისი მედიკამენტური მკურნალობა, რაც ასახულია დაწესებულებაში არსებულ სამედიცინო ბარათში.
აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებული შერჩევითად უარს აცხადებს რიგ კვლევებზე, მათ შორის თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე, ნევროლოგის დანიშნულ მკურნალობაზე, ფსიქოთერაპიის კურსის ჩატარებაზე და რეკომენდირებულ ფიზიკურ აქტივობაზე.
,,პატიმრობის კოდექსის“ საფუძველზე ნებისმიერი სხვა ბრალდებულისმსჯავრდებულის მსგავსად, მ.სააკაშვილსაც ეძლევა შესაძლებლობა იმყოფებოდეს სუფთა ჰაერზე პენიტენციური დაწესებულების მიერ გამოყოფილ სასეირნო სივრცეში დღის განმავლობაში არანაკლებ 1 საათით, თუმცა თავად მსჯავრდებული მისთვის მინიჭებული ამ უფლების გამოყენებაზეც უარს აცხადებს.
მსჯავრდებულს პენიტენციურ სისტემაში ყოფნის პერიოდში ჩატარებული აქვს მრავალი კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები, მათ შორის, მიმდინარე წლის 06 მარტს მ.სააკაშვილს არსებული რესპირატორული სიმპტომების გამო ჩაუტარდა PCR ტესტირება, თუმცა კორონავირუსი არ დაუდასტურდა“,- ნათქვამია განცხადებაში.