ორი ხანდაზმული მამაკაცის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალს დღეს წაუყენებენ

მკვლელობა

ორი ხანდაზმული მამაკაცის მკვლელობისთვის დაკავებულ გიორგი ფარსადანიშვილს ბრალს დღეს წაუყენებენ. 71 წლის თანასოფლელებს დაკავებულმა სანადირო თოფიდან დამიზნებით ესროლა და მიიმალა, თუმცა ის სამართალდამცველებმა მალევე დააკავეს.

შემთხვევა კახეთში, სოფელ ველისციხეში მოხდა. დანაშაულის ჩადენის მიზეზად რამდენიმე ვერსია სახელდება - მათ შორისაა შურისძიება და ურთიერთშელაპარაკება.

რა მუხლით წაუყენებენ ბრალს ორი ხანდაზმული მამაკაცის მკვლელობისთვის 32 წლის გიორგი ფარსადანიშვილს დღეს გახდება ცნობილი.