ოფიციალური ვერსიაში, ნახსენებია კორუფცია და თანამდებობის ბოროტად გამოყენება, მაგრამ ფაქტი და დეტალი პრაქტიკაში არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის ცნობილი არ არის - ლილუაშვილი

გრიგოლ ლილუაშვილი

მოსამართლეების სანქცირების საკითხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გამოეხმაურა. გრიგოლ ლილუაშვილმა განმარტა, რომ სასამართლო სისტემაში კორუფციული ქმედებების დამადასტურებელი ფაქტები არ არსებობს.

"სუსის" ხელმძღვანელმა ""კურიერთან"" საუბრისას ამერიკის მოქალაქის, ჯეიმსონ მარშალ ქომინის ქვეყანაში არშემოშვების ფაქტზეც გააკეთა კომენტარი. ლილუაშვილის განმარტებით, მისი შემოსვლა გარკვეულ რისკებთან იყო დაკავშირებული.

"მისი შემოსვლა გარკვეულ რისკებს უკავშირდებოდა, რაც უკავშირდებოდა კონკრეტული რეაქციული ჯგუფების,აგრესიულად განწყობილი ჯგუფების, ასე ვთქვათ, დატრენინგებასა და მათთან ურთიერთკავშირს უკავშირდებოდა, ამიტომ საქართველოს კომპეტენტურმა უწყებებმა, მიიღეს გადაწყვეტილება ამ პირის არშემოშვებასთან დაკავშირებით. სახელმწიფოს ამის სრული დისკრეცია გააჩნია სახელმწიფოს და მის შესაბამის უწყებებს. მასთან გასაუბრების შედეგად, მას ზრდილობიანად აეხსნა გადაწყვეტილება არშემოშვებასთან დაკავშირებით.
ძალიან ძნელია მე დავადასტურო რაიმე კავშირი, შეიძლება არის კიდევაც კავშირი, შეიძლება საერთოდ არ არის, ეს უნდა კითხოთ იმას ვინც სანქციების გადაწყვეტილება მიიღო და რით იყო ეს მოტივირებული. ოფიციალური ვერსიაში, რა თქმა უნდა ნახსენებია კორუფცია და თანამდებობის ბოროტად გამოყენება, თუმცა ამის არანაირი ფაქტი და დეტალი პრაქტიკაში არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის ცნობილი არ არის.

სოციალურ ქსელებში კონკრეტული პოლიტიკოსებისა და აქტივისტების მხრიდან იყო ძალიან დიდი აჟიოტაჟი, ხბოს აღტყინებით მიესალმებოდნენ ამ გადაწყვეტილებას,მაგრამ ძალიან მიკვირს რა უხარიათ ამ ხალხს, რომ საკუთარი ხელისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შტო, რაც არის სასამართლოს სანქცირებას აკეთებს რომელიმე ნებისმიერი ქვეყანა, არ აქვს მნიშვნელობა რომელი, განსაკუთრებით მტკივნეულია როდესაც ამას მეგობარი ქვეყანა აკეთებს", - განაცხადა ლილუაშვილმა.