„ნაჯახით მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა...“ - ცნობილი ხდება წალკაში მომხდარი მკვლელობის დეტალები

პოლიცია

წალკაში 50 წლამდე მამაკაცმა თანასოფლელი ქალი მოკლა. პოლიციამ დანაშაული ცხელ კვალზე გახსნა. 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული ვ.ვ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, წალკის მუნიციპალიტეტში დააკავეს.
 
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაჯახის გამოყენებით, სასიკვდილო დაზიანება მიაყენა 1970 წელს დაბადებულ ე.გ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
 
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვ.ვ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.
 
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
 
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“,- ნათქვამია განცხადებაში. 

ასევე ნახეთ:

წალკაში 50 წლამდე მამაკაცმა თანასოფლელი ქალი მოკლა

დააკავეს პირი, რომელმაც ძაღლი მე-8 სართულიდან გადმოაგდო – პროკურატურა