პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მონაზონზე ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.
ისინი ცოტა ხნის წინ საზოგადოებრივმა ადვოკატმა წინასწარი დაკავების იზოლატორში მოინახულა, რის შემდეგაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ისინი სასამართლოზე დუმილის უფლებას გამოიყენებენ.
,,მონასტერში საერთოდ არ ვყოფილვართო...“ - თქვა ადვოკატმა გიგა ჯეირანაშვილმა.
შეგახსენებთ, რ ხაშურში, სოფელ ცხრამუხის დედათა მონასტერში თავდასხმა 25 ნოემბერს გვიან ღამით მოხდა.
ორმა კაცმა 70 წლის მონაზონს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა და სექსუალურად იძალადა. ამის შემდეგ თავდამსხმელებმა მონასტერიც გაძარცვეს.