,,მომავალი ქურდი მე არ ვიცი, მომავალი ვიცი მე ექიმი და ინჟინერი...“ - რა ისმის შსს-ს მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში

ჩანაწერი

შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებებისა და „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი პირების დაკავების შესახებ ბრიფინგი გაიმართა, რომლის პარალელურად უწყებამ გაავრცელა ფარული ოპერატიული მასალა, რომელშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი პირების დიალოგები ისმის.

"ქურდი, რო იქნება მერე იქნება ქურდი, მანამდე მე ჩემზე წინ არავის არ გოვუშობ, ვინც არ უნდა იყოს, მე ვიცი ქურდი კაცო, მომავალი ქურდი მე არ ვიცი მაგის დედა მო....ნ, მომავალი მე ვიცი ექიმი და ინჟინერი"  - ეს ფრაგმენტი ისმის გავრცელებულ აუდიო ჩანაწერში. 

ცნობისთვის, შსს-მ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 13 პირი დააკავა.