პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ახალსოფელში შვილმა მამა მოკლა. ოჯახის სხვა წევრები და მეზობლები ამბობენ, რომ 21 წლის ბიჭი თავს იცავდა - ახლა გამოკითხვაზე იმყოფება დაკავებულის არასრულწლოვანი ძმა.
ოჯახი ჰყვება, რომ მამა ხშირად ძალადობდა შვილებსა და ცოლზე, იმავეს ირწმუნებიან მეზობლებიც. მოკლულია 48 წლის მამაკაცი, საქმეზე კი მიმდინარეობს გამოძიება.
მკვლელობაში ბრალდებული კახა კობახიძის დედა "კურიერთან" აცხადებს, რომ მისმა შვილმა მამა მხოლოდ იმიტომ მოკლა, რომ საკუთარ თავს, არასრულწლოვან ძმას და დედას იცავდა.
„გუშინ ნასვამი მოვიდა და ჩხუბი დაიწყო უმიზეზოდ. ორჯერ სახლიდან გავედი იმ იმედით, რომ დაწყნარდებოდა და მერე შემოვიდოდი, მაგრამ არ დამშვიდდა, უფრო გამოიწვია ჩემი შვილი, ამბობდა, მოდი აბა დამარტყი, შენ ქალაჩუნა ხარ და ამას ვერ შეძლებო.
დანა დაუნახავს თვითონ ჩემს მეუღლეს, აუღია და მოდი აბა რას მიზამო. ამის შემდეგ დანა წაართვა ჩემმა შვილმა და რა როგორ მოხდა უკვე აღარ ვიცი.
სულ ტყუილად გამომეკიდებოდა ხოლმე, იყო მუქარა, შენ რომ წახვიდე პოლიციას მიმართო, მე იქიდან, მაქსიმუმ, 3 წელში გამოვალ და ან "კისლატა" შეგესხმევა სახეში, ან ბომბს შემოვაგდებო,"- აცხადებს კახა კობახიძის დედა ნათია ჩარობდაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ
👉 VIDEO: პატარძალს გული წაუვიდა - კადრები ქორწილიდან, რომელმაც ხალხი აღაშფოთა
👉 ვინ აპირებდა მერიემისთვის „ვენოკის“ გაგზავნას - „ნათელში იყოს შენი ქალური სოლიდარობაო“
👉 „შანსი არ გამოტოვოთ!“ - რა მოხდება 16 მაისიდან ასტროლოგების პროგნოზით
👉 VIDEO: აი, რა გააკეთეს გამვლელებმა, როცა ქუჩაში კაცი ქალს ფიზიკურად გაუსწორდა