„დედას იცავდა შვილი, სულ კონფლიქტი იყო“ - რას ამბობენ მეზობლები შემზარავ ტრაგედიაზე

მკვლელობა გარდაბანში

გარდაბნის რაიონის ერთ-ერთ სოფელში შვილმა მამა მოკლა. ჩვენი ინფორმაციით, დანაშაულს წინ მამა-შვილს შორის კონფლიქტი უძღოდა.

ადგილობრივები გვეუბნებიან, მკვლელი 21 წლის ბიჭია. მათივე თქმით, შემთხვევის დროს მამა არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. მამის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს.

მეზობლების თქმით, კაცი ხშირად სვამდა და მუდმივად იყო კონფლიქტი. გარდაცვლილის მეუღლე ხშირად მეზობლებს აფარებდა თავს.

„ცოლს ემუქრებოდა პოლიციაში რომ წახვიდე და მიჩივლო, თუ დამიჭერენ, იცოდე გამოვალ და მერე მოგკლავო“.

„სიფხიზლეში კარგი კაცი იყო, მაგრამ რომ დალევდა. მერე ძალიან აგრესიული ხდებოდა. ეუბნებოდნენ არ დაელია, მაგრამ მაინც სვამდა. წუხელ დედას იცავდა ბიჭი. მამამ თვითონ გამოიწვია თურმე, აბა თუ მაგარი ხარ, რას მიზამო. ქალაჩუნას ეძახდა“,- ამბობს მეზობელი.

ასევე დაგაინტერესებთ

👉 „ჩემს ოჯახს შეეშვით! ჩვენ უმამოდ დავიზარდეთ... კი მამაჩემი "სოჩაში" ცხოვრობს და რესტორანში მღერის“- რას წერს გიორგი სუხიტაშვილი

👉 VIDEO: პატარძალს გული წაუვიდა - კადრები ქორწილიდან, რომელმაც ხალხი აღაშფოთა

👉 ვინ აპირებდა მერიემისთვის „ვენოკის“ გაგზავნას - „ნათელში იყოს შენი ქალური სოლიდარობაო“

👉 „შანსი არ გამოტოვოთ!“ - რა მოხდება 16 მაისიდან ასტროლოგების პროგნოზით

👉 VIDEO: აი, რა გააკეთეს გამვლელებმა, როცა ქუჩაში კაცი ქალს ფიზიკურად გაუსწორდა