გაზის მიწოდება 34 საათით შეწყდება - ნახეთ მისამართები და დეტალური ინფორმაცია
1793904081
11 წლის ვატო ნარსავიძეს, რომელსაც თბილისში, საცხოვრებელი კორპუსის მე-10 სართულიდან გადმოგდებული სკამი დაეცა, ხანგრძლივი მკურნალობა და რეაბილიტაცია სჭირდება.
ბიჭის დედა, თიკო ქანთარია, სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას შვილის დახმარებას სთხოვს.
„ეს ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. 12 წლის ვატო სიცოცხლისთვის იბრძვის.
რეანიმაცია, უმძიმესი ტრავმა, გადატანილი ოპერაციები და უკვე მესამე ურთულესი ქირურგიული ჩარევა.
ვატოს უტარდება კრანიოპლასტიკა - თავის ქალის დაკარგული ნაწილის აღდგენა სპეციალურად მისთვის დამზადებული ტიტანის იმპლანტით, რომელმაც უნდა ჩაანაცვლოს დაზიანებული ძვლოვანი ნაწილი და დაიცვას მისი ტვინი.
ეს პატარა ბიჭი, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ ფეხბურთის მოედანზე უნდა ერბინა, დღეს უმძიმეს ბრძოლას გადის.
ოპერაციების შემდეგ წინ ხანგრძლივი, რთული და ძვირადღირებული რეაბილიტაცია გველოდება. ეს გზა დიდ ფინანსურ რესურსებს მოითხოვს, რომლის გამკლავებაც ჩვენი ოჯახისთვის დამოუკიდებლად შეუძლებელია.
ამიტომ კიდევ ერთხელ მოგმართავთ ყველას - გთხოვთ, დაგვიდგეთ გვერდით. ნებისმიერი თანხა, თუნდაც მცირედი, ჩვენთვის უდიდესი დახმარებაა. ვისაც ფინანსურად დახმარება არ შეგიძლიათ, გთხოვთ, გააზიაროთ ჩვენი თხოვნა.
ანგარიშის ნომერი:
#GE70TB7445045064300101
#GE55BG0000000533934768
#GE49LB0711174507804001
პირადი ნომრები:
#42201042660" - წერს თიკო ქანთარია.