გაყინული იყო... - 25 წლის ახალგაზრდა, რომელსაც 2 კვირა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1737230192
თბილისში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავემ ცოლ-ქმარი თაღლითობის მიზნით მოკლა და ორმოში დამარხა.
„რომ არ დაბრუნდნენ მშობლები, ბავშვებმა დაურეკეს დეიდას და ჩააკითხა ამ გოგომ. იმ ღამესვე იპოვეს, კადრები კამერებიდან ამოიღეს, მანქანას მიაგნეს კახეთის გზატკეცილზე, ლუგარის ლაბორატორიასთან. მანქანიდან გადაიტყუა როგორც ჩანს და დანით აწამა. ჩაყრილები არიან ორმოში. დაჭერილია ეს კაცი. უკვე აყვანილია. კამერებში ჩანს ეს მკვლელობა. მანქანების ბიზნესი ჰქონია, მანქანებს ყიდულობდა ეს ბიჭი ამ კაცისგან“, - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
ცნობისთვის, თბილისში ცოლ-ქმარი ფინანსური დავის გამო, დამამძიმებელ გარემოებაში მოკლეს. პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა. დანაშაული 16-იდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.