პოლონეთში ქართული მაფიის შვიდი წევრი დააკავეს, მათ შორის ერთი ქალი და ერთი ე.წ. ,,კანონიერი ქურდია“
1747487599
დღეს, გორში შვილის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული 82 წლის კაცის სასამართლო პროცესი გაიმართა.
სხდომაზე ბრალდებულმა მოსამართლეს მიმართა და განაცხადა, რომ იგი შვილის მხრიდან ძალადობის მსხვეროლი ხშირად იყო.
„ახალი წელი რაც დაიწყო, სულ ცემა-ტყეპაში ვიყავი, ძვლები სულ მტკივა. ძირს რომ ვეგდე, იატაკზე, ჩემზე დახტებოდა და ხტუნაობდა“, - განაცხადა ბრალდებულმა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, გორში მამამ 47 წლის შვილი დაჭრა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.