“ძლიერი ქარი, ყინვა და ზვავსაშიშროება…” - ტემპერატურა მკვეთრად იკლებს
1732682452
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მარნეულში 15 წლის გოგოს ოჯახი იძულებით ათხოვებდა. მოზარდის ნიშნობა მამიდამ დააორგანიზა, რის შემდეგაც სასიძომ გოგოს სკოლაში სიარული აუკრძალა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.
თავად არასრულწლოვანს ზრდასრულ კაცზე გათხოვება არ სურდა, რის გამოც ის მამის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი არაერთხელ გახდა.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მამა გოგოს ხშირად სცემდა და სთხოვდა, მის მიერ შერჩეულ მამაკაცზე ექორწინა.
ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია. პოლიციამ დააკავა მოზარდის მამა და სასიძო. არ არის გამორიცხული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროს გოგონას მამიდასაც.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 ტრაგედია დატრიალდა - გარდაიცვალა 13 წლის ანი ხარებავა
👉 მეექვსე საავტორო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
👉 „სისტემატურ შანტაჟსა და დამცირებას ვერ გაუძლო“ - ახალი დეტალები ბათუმში დატრიალებულ ტრაგედიაზე