რა ეღირება დოლარი და ევრო 27 ნოემბერს - ვალუტის კურსი
1732637847
კოსტა სანიკიძეზე თავდასხმის საქმე - ბრალდებულმა, დუმილი ადვოკატის აცილების მოთხოვნით, სასამართლოზე დაარღვია. პროცესზე, რომელზეც 24 წლის გიორგი გველესიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობდნენ, დაკავებულმა ინტერესების დამცველს უნდობლობა საჯაროდ გამოუცხადა.
„ეს ადვოკატი მეგონა და მტერი ყოფილა... არა ძმაო, შენ ვინ უნდა დაიცვა, რა უნდა დამიცვა. აცილება მინდა. არ მინდა ამ ადამიანის დაცვა, აცილება მინდა. არ ვასახელებ მიზეზს“, - მიმართა ბრალდებულმა გიორგი გველესიანმა სხდომის დაწყებისას მოსამართლეს.
ვრცლად, ნახეთ სიუჟეტი:
24 წლის გიორგი გველესიანს პროკურატურა დამამძიმებელ გარემოებაში, განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება. რაც შეეხება დაზარალებულს, მისი მდგომარეობა სტაბილურია. მუცლის არეში მიყენებული ჭრილობების გამო კოსტა სანიკიძეს სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. რუსთავი 2-ის პროექტ "პრაიმ ჰაუსის" ყოფილ მონაწილეზე თავდასხმა კვირას მოხდა, ბრალდებული მის სახლში შეიჭრა და მსახიობს ცივი იარაღით 5 ჭრილობა მიაყენა.
„პრაიმ ჰაუსის“ ყოფილი მონაწილის დაჭრის საქმეზე დაკავებულ 24 წლის გიორგი გველესიანს, თუ ბრალი დაუმტკიცდა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
ასევე ნახეთ:
ტრაგედია ორთაჭალაში, რომელსაც მოზარდი ემსხვერპლა - სატვირთოს მძღოლი დაკავებულია