დღეს დიმიტრის შაბათია - ლოცვა, რომელიც ამ დღეს უნდა წაიკითხოთ
1761981711
თესალონიკში, სადაც 32 წლის მამაკაცი ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. გარდა მეუღლეზე ძალადობისა, მამაკაცი პოლიციის ოფიცრებსაც კი დაესხა თავს და საბოლოოდ, განყოფილებაში გადაიყვანეს.
არსებული ცნობებით, ცოლი სასამართლოში გამოცხადდა და იმის ნაცვლად, რომ ქალს საკუთარი უფლებები დაეცვა, შენობასთან ახალშობილ ბავშვთან ერთად მივიდა და ქმარს უყვიროდა: “გიორგო, ძალიან მიყვარხარ.” აღსანიშნავია, რომ მას სახეზე ძალადობის ნიშნები ეტყობა.
როგორც ირკვევა, 32 წლის მამაკაცის პროცესი შემდეგი დღეებისთვის გადაიდო, ვინაიდან ადგილზე არ იყვნენ პოლიციის ოფიცრები, რომლებსაც ის თავს დაესხა და ფაქტობრივად, მთავარ მოწმეებად ითვლებოდნენ. სასამართლომ ბრალდებულს მეუღლესთან 100 მეტრზე ნაკლებ მანძილზე მიახლოვება აუკრძალა, მაგრამ ქალმა გადაწყვეტილების მოსმენის შემდეგ განაცხადა, რომ დროებით დედასთან წავიდოდა საცხოვრებლად და ფაქტობრივად, ქმარს კიდევ ერთხელ გაუმეორა, თუ როგორ უყვარდა.