"1983 წლის 16 თებერვალი იდგა..." - 70-იანი წლების გახმაურებული ამბავი, რომელმაც თბილისი აალაპარაკა
1744061210
შვილმა მამა მოკლა კახეთში - შემთხვევა გვიან ღამით სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ანაგაში მოხდა. 20 წლის ბიჭმა მამას ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.
რა გახდა ტრაგედიის მიზეზი - ადგილობრივები და ოჯახის წევრები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა პირად საუბრებში ამბობენ, რომ მამა-შვილს შორის კონფლიქტი ხშირი იყო და მკვლელობასაც ურთიერთშელაპარაკება უძღოდა წინ.
სახლში, სადაც დანაშაული მოხდა, საგამოძიებო მოქმედებები გვიანობამდე გაგრძელდა. ახალგაზრდა ეჭვმიტანილი დაკავებულია. მას განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი.