პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსთავის საქალაქო სასამართლომ, პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ავტობუსის მძღოლს, რომელიც რუსთავი-გარდაბნის გზაზე 3 წლის ბავშვს დაეჯახა, აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურის მტკიცებულებების საფუძველზე, 2022 წლის 27 ოქტომბერს, რუსთავში, სამარშრუტო - სამგზავრო ავტობუსის მძღოლმა ისე დაძრა სატრანსპორტო საშუალება, რომ არ დარწმუნდა მანევრის უსაფრთხოდ განხორციელებაში და მცირეწლოვანს შეეჯახა, მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად 3 წლის ბავშვი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
პროკურატურა , 67 წლის ვახტანგ ტაბატაძეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილში ედავება, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
დაცვის მხარეს ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლი ბრალს აღიარებს, ამასთან, გარდაცვლილის მშობლების მხრიდან საჩივარი არ ფიქსირდება, შესაბამისად, ამ და სხვა გარემოებებიდან გამომდინარე, ადვოკატი აღმკვეთ ღონისძიებად, გირაოს სახით 5000 ლარის გადახდას ითხოვდა.
მოსამართლემ, ქეთევან ლუაშვილმა, პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ვახტანგ ტაბატაძეს, აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
ვიდეო: „ინფო რუსთავი“