1733169705
იცოდა ის სიმართლე, რაც ნახა ომში - როინ შავაძეს მეტი არავითარი დანაშაული არ ჰქონია ცხოვრებაში. იცოდნენ, რომ არ გაჩერდებოდა და ვფიქრობ, ამით ის დასაჯეს - ციცინო შავაძე
საქმე დაიძრა 16 წლის შემდეგ, ეს დიდ რაღაცას ნიშნავს ჩემთვის, - განაცხადა 2008 წელს მოკლული სერჟანტის, როინ შავაძის მეუღლემ ციცინო შავაძემ სასამართლოს პროცესის დასრულების შემდეგ, რომელზეც შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე ბრალდებულებს 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ.
„რომ გითხრათ, რომ გახარებული ვარ და ბედნიერი, არა, მე ბედნიერი ვერასდროს ვერ ვიქნები, მარამ სამართალი უნდა აღდგეს. ეს მაშინ იქნება, როდესაც დამკვეთები იქნებიან დასჯილი და ის ძებნილები, ვინც დღესდღეობით არ არიან დაჭერილი. ეს არის რა თქმა უნდა, ზემოდან, ძველი ხელისუფლების რომელიმე პირები.
არ შეიძლება, რომ ადამიანი უბრალოდ აეყვანათ, ომიდან დაბრუნებული გმირი. მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს მოხდა ეს, ზემოდან, ვინც იყო ხელისუფლებაში. მე ვერ ვიტყვი, ვერ დავდებ ვერავის ხელს, ვერ ჩამოვთვლი რომელიმე სახელ-გვარს”, - განაცხადა მოკლული სერჟანტის მეუღლემ.
ის ასევე იხსენებს, რომ როინ შავაძე უკმაყოფილო იყო 2008 წლის ომში ანნახით და იმით, თუ როგორ მიატოვეს მებრძოლები ომის ველზე.
„ის იყო მთავარი მზვერავი, საქართველოსთვის გამოსადეგარი პიროვნება და იცოდა ის სიმართლე, რაც ნახა ალბათ, ომში. როინ შავაძეს მეტი არავითარი დანაშაული არ ჰქონია ცხოვრებაში. როგორ მიატოვეს მებრძოლები ომის ველზე, არ იყო კმაყოფილი. იცოდნენ, რომ არ გაჩერდებოდა და ვფიქრობ, რომ ამით ის დასაჯეს და სხვებსაც აჩვენეს, თუ ვინმე რაიმე გაბედავდა, მათა ასეთი დღე ელოდა”, - განაცხადა როინ შავაძის მეუღლემ.