ტრამპმა თავისი ადმინისტრაციის მიღწევების სია გამოაქვეყნა

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა იმ მოვლენებისა და მიღწევების სია, რომლის განხორციელებაც მან თავის გუნდთან ერთად გაპრეზიდენტებიდან დღემდე შეძლო.

სია 25 პუნქტისგან შედგება. მასში ერთ-ერთ მიღწევად შეტანილია საზღვრების ჩაკეტვა არალეგალი მიგრანტებისთვის. ტრამპის მტკიცებით, 16 თვის განმავლობაში არცერთი არალეგალი მიგრანტი აშშ-ში საზღვრის დარღვევით არ შემოსულა.

ტრამპი თავის მიღწევად მიიჩნევს აგრეთვე 50-პროცენტიანი ტარიფების დაწესებას იმპორტირებულ სპილენძზე, ალუმინსა და ფოლადზე და 25-პროცენტიანი ტარიფის შემოღებას უცხოურ ავტომობილებზე.

ტრამპმა თავისი წარმატებების სიაში აგრეთვე შეიტანა ვენესუელის ყოფილი ლიდერის ნიკოლას მადუროს დაკავებისა და აშშ-ში გადაყვანის სპეცოპერაცია.

თეთრი სახლის ლიდერის განმარტებით, მან წარმატებას მიაღწია ირანთან ომში, კერძოდ იმაში, რომ ისლამური რესპუბლიკის ბირთვული პოტენციალი გაანადგურა.

ტრამპმა ერთ-ერთ თავის მიღწევად ქალთა სპორტში კაცების მონაწილეობის აკრძალვაც დაასახელა.