66 000-ზე მეტ პირს დავალიანება გაუნულდება! - ნახეთ, ვის შეეხება ცვლილებები
1740253942
ისანში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის საქმეზე დაკავებულ გრიგოლ დოჩიას და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ მის ნათესავ ილია აბლოთიას, სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდებული გრიგოლ დოჩია ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს, ხოლო აბლოთია ბრალს აღიარებს. გამოძიება გრიგოლ დოჩიას, განზრახ მკვლელობას და განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება. შემდეგი პროცესი 23 ივნისს ჩაინიშნა.
ცნობისთვის, 4 ადამიანი ცივი იარაღით „დირსის“ დასახლებაში დაჭრეს. აქედან ერთი მალევე დაიღუპა. დაჭრილები ერთი ოჯახის წევრები არიან.
არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება მეზობლებს შორის მოხდა.