ირაკლი კობახიძის დედამ „ტვ პირველს“ სასამართლო დავა მოუგო

კობახიძის დედა

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დედამ თამარ ზაალიაშვილმა TV პირველის წინააღმდეგ სასამართლო დავა მოიგო. ადვოკატი ქეთი ზანდუკელი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

თამარ ზაალიშვილის განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის დირექტორის ყოფილი მოადგილეა. ის დაობდა 2021 წლის სიუჟეტის გამო, სადაც ნათქვამი იყო, რომ თბილისში მდებარე ერთ-ერთი სარდაფიდან თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ყალბ დიპლომებს გასცემდნენ. სიუჟეტის რესპონდენტები კი განმარტავდნენ, რომ ყალბ დიპლომებზე ხელს სწორედ ზაალიშვილი აწერდა.

ზაალიშვილი მორალური კომპენსაციის სახით ჟურნალისტების - ნოდარ მელაძისა და მაკა ჩიხლაძისგან - 5-5 ლარ მოითხოვდა, ხოლო ტელეკომპანიისგან - 5 555 ლარს. როგორც ადვოკატი ზანდუკელი ამბობს, სასამართლომ მოთხოვნა სრულად დაუკმაყოფილა.