წყალი 36 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1762371710
ეხეთის პრემიერ-მინისტრის, პეტრ ფიალას მთავრობა გადადგა.
ჩეხეთის კონსტიტუციის თანახმად, ქვეყნის პრეზიდენტი პეტრ პაველი მიიღებს ფიალას მთავრობის გადადგომის წინადადებას, ხოლო მინისტრები დროებით განაგრძობენ თავიანთი მოვალეობების შესრულებას ახალი მთავრობის დანიშვნამდე.
მომავალი მთავრობის ფორმირებაზე ამჟამად მოლაპარაკებებს ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის, „ანოს“ ლიდერი ანდრეი ბაბიში აწარმოებს.
ცნობისთვის, მანამდე ბაბიშის პარტიამ და ორმა ულტრამემარჯვენე პოლიტიკურმა გაერთიანებამ სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბების მიზნით შეთანხმებას მოაწერეს ხელი.