„იმ სახლის სააბაზანოში იმშობიარა, სადაც მუშაობდა“ - რას ამბობს დედა, რომელმაც შვილი ნაგვის ურნასთან დატოვა

ჩვილი

„დეზორიენტაციის მომენტი გამოწვეულია ტარანტოში სამსახურის დაკარგვის შიშით" - ეს ახსნა-განმარტებები წარმოშობით ქართველმა, 23 წლის გოგონამ გასულ შაბათს, პულიას ცენტრში ახალშობილი შვილის სანაგვე ურნის წინ დატოვების გასამართლებლად მისცა," - წერს იტალიური პრესა. აღმოჩენის შემდეგ ახალშობილი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ახალგაზრდა ქალი საკუთარი ჯანმრთელობის შესამოწმებლად საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებაში მივიდა, მისი იდენტიფიცირებაც სწორედ მაშინ მოხერხდა. ქალს, სისხლდენის შედეგად, საფრთხე ემუქრებოდა. ის, ასევე, ცდილობდა შვილის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას, რომელსაც ექიმებმა ლორენცო დაარქვეს. ახალშობილი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული. ექიმების თქმით, ის კარგ მდგომარეობაშია, იწონის სამ კილოგრამს. კლინიკაშია მოთავსებული დედაც.

23 წლის ქალს სამსახურის დაკარგვის შიში ჰქონდა, რადგან მისი დახმარებით ახერხებს საქართველოში დარჩენილი 5 წლის შვილის რჩენას. ახალგაზრდა ქალი ტარანტოში რამდენიმე თვის წინ ჩავიდა და მომვლელად მუშაობდა. მისი თქმით, იმ სახლის სააბაზანოში იმშობიარა, სადაც ის მუშაობს. ახლა კი შიშობს, რომ ვეღარ შეძლებს მუშაობას, რადგან იძულებული იქნება, ახალშობილს მოუაროს.

ახალშობილის დატოვების ფაქტზე გამოძიების ქვეშ მყოფ ქალს 10 დღე აქვს, რომ გადაწყვიტოს, აღიაროს თუ არა შვილი და შესაბამისად, აიღოს მისი მოვლის პასუხისმგებლობა.

ასევე ნახეთ:

VIDEO: „არ მჯეროდა, რომ ორი შვილი ერთად წამართვა უფალმა და მესამესაც წამართმევდა!”- ციცინო ოჩიგავა მაშველის დედა

რა (არ) უნდა გავაკეთოთ ახალმთვარეობაზე - მიხეილ ცაგარელის გაფრთხილება

„ხალხი მოსდევდა გაბრიელს ყვირილით - „საწყალი, უფლის მონაო“... მამა ტიროდა, გული სტკიოდა ამაზე, ალბათ... - რას იხსენებს წმინდანის და

VIDEO: „გუშინ მქონდა საუბარი ზიგმუნდ ფროიდთან...“ - მარი ნაკანმა თქვა, რომ მიცვალებულს ესაუბრა