1733205616
„ჰალუცინაციების ქვეშ იყო, გაუაზრებლად გააკეთა ყველაფერი“ - ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი
ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის გოგა გზირიშვილის სასჯელის ვადა ცნობილია, ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ბრალდებულის უფლებადამცველის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულის ჩადენის მომენტში არაადეკვატური იყო და მომხდარს ვერ აცნობიერებდა. ორსულ ქალს ცივი იარაღით 30 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.
„მათ ჰყავდათ წლინახევრის ბავშვი, ჰქონდათ თბილი ოჯახი, ახალგაზრდებს ერთმანეთი ძალიან უყვარდათ. სამწუხაროდ გოგა გზირიშვილი ეტანებოდა იმ ნარკოტიკულ საშუალებებს, რაც სერიოზულ გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკაზე და ადეკვატურობაზე, ეს თვეების განმავლობაში გრძელდებოდა. ამ ნარკოტიკულმა ზემოქმედებამ თავის გავლენა იქონია გზირიშვილის ქცევაში. მისმა მამამაც დაადასტურა, რომ შვილი სისტემატურად იღებდა ნარკოტიკებს, იყო გაღიზიანებული”, - განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა, რომელმაც აღნიშნა, რომ „გზირიშვილს რაღაცები ელანდებოდა კიდეც და მსგავსი შემთხვევა ბევრი იყო“.
ადვოკატი აცხადებს, რომ მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა დანაშაული გაუაზრებლად ჩაიდინა.
„პიროვნება იყო ჰალუცინაციების ქვეშ და მან გაუაზრებლად გააკეთა ეს ყველაფერი, თორემ ფაქტი კი, მოხდა”, - განაცხადა მევლუდ ჯანჯღავამ და აღნიშნა, რომ “პიროვნება ფსიქიკურად კარგად ვერ იყო”.