პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ორსული ცოლის, ქეთა კეპულაძის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულ გოგა გზირიშვილის მამის, გოჩა გზირიშვილის ჩვენების თანახმად, მისი შვილი ნარკოტიკულ საშუალებას, მარიხუანას მოიხმარდა და ჰალუცინაციები ჰქონდა.
როგორც გზირიშვილმა განმარტა, მკვლელობამდე გარკვეული პერიოდით ადრე, მან შვილს ფსიქიკური პრობლემები შენიშნა და ექიმთან წაიყვანა. მოწმის თქმით, შვილის ქცევებში არაადეკვატურობას ხედავდა.
„რადგან გოგა წამლებს სვამდა, გამოვარიდე, იმის გამო კი არა, რომ იჩხუბეს. უბრალოდ, გავარიდე, დისტანციურად რომ იქნება, დაწყნარდება, თან ორსულმა არ ინერვიულოს-მეთქი. აფორიაქება, უძილობა ჰქონდა, შიშებიც ჰქონდა - ფარდას გაწევდა, კარს გააღებდა და იხედებოდა ხოლმე.
80% ამ მოსაწევს ეწევა, ყველაზე ერთნაირად ხომ არ მოქმედებს? კონკრეტულად მარიხუანას ეწეოდა. როგორც მერე გავარკვიე, დიდი ხანია, რაც ეწვევა.... ჰალუცინაციები ჰქონდა, გიჟივით დადიოდა, დარბოდა. სანამ პრობლემას შევამჩნევდი, ბავშვს გულში იხუტებდა, მერე იყო მომენტი, როცა ბავშვი წაიქცა და ყურადღება არ მიაქცია, იყო მომენტი, როცა ბავშვი წაიქცა, აიყვანა და ქეთის უყვიროდა, რატომ არ აქცევ ყურადღებასო. მეუღლემ მითხრა, ქეთიც ამჩნევს, რომ გოგა შეიცვალა და გთხოვ მიხედეო და ამის მერე წავიყვანე ექიმთან. გოგას რამდენჯერმე ვთხოვე ექიმთან წასვლა, არ ვარ გიჟიო, მეუბნებოდა, მერე დამთანხმდა. ექიმს ვუთხარი, არაადეკვატურია-მეთქი. 3 დასახელების წამალი - დამამშვიდებლები გამოუწერა, ერთთვიანი კურსი იყო. გოგას ყველაფერი აღიზიანებდა, დამამშვიდებლებს სვამდა, მაგრამ მაინც ყველაფერი აღიზიანებდა, ეუბნებოდა ქეთას, წადი ცოტა ხანი, გამეცალეო. ფიზიკური შეურაცხყოფა გამორიცხულია, არასდროს ყოფილა. ჩემი რძალი იგივე შვილი იყო, არავითარი ეჭვიანობა არ ყოფილა. გოგას მეგობრებს ვთხოვე, მოწევა იქნება თუ დალევა, მოერიდეთ, გოგას წამლებს ვასმევ-მეთქი",- განაცხადა გზირიშვილმა.
გზირიშვილის მამამ მოსამართლის კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ შესაძლოა, მისის შვილი „ვიოსაც“ მოიხმარდა, რისი მოქმედებაც გაცილებით ძლიერია.
ჩხიკვაძემ მოწმეს ასევე ჰკითხა, თამაშობდა თუ არა დაკავებული აზარტულ თამაშებს, რასთან დაკავშირებითაც გზირიშვილმა უპასუხა, რომ "ბოლო პერიოდში მიეძალა".
ცნობისთვის, 22 დეკემბერს, თბილისში, ბრალდებულმა გოგა გზირიშვილმა განზრახ მოკვლის მიზნით, დანით ორსულ მეუღლეს - ქეთა კეპულაძეს განსაკუთრებული სისასტიკით, სხეულის სხვადასხვა არეში 30 ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ორსული კეპულაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.