გავრცელებული ინფორმაციით, ბოლნისში მერვე კლასელმა ბავშვი გააჩინა

მარნეუ

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მერვე კლასელმა ბავშვი გააჩინა - ინფორმაცია რადიო მარნეულმა სამოქალაქო აქტივისტებზე დაყრდნობით გაავრცელა.

მათივე ინფორმაციით, სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებისათვის ადრეულ ასაკში ქორწინების შესახებ ინფორმაცია ცნობილი მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც არასრულწლოვანმა იმშობიარა.

14 წლის გოგოს მშობიარობის შესახებ ინფორმაცია აქტივისტმა თოზუ გულმამედლიმ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა.

"ადგილობრივების თქმით, ბოლნისის რაიონი სოფელ ნახიდურში, ნაადრევი ქორწინების მსხვერპლი, მე-8 კლასის მოსწავლემ იმშობიარა. საქმეს იძიებს შსს. აშკარად ჩანს, რომ უფრო მეტი გვაქვს გასაკეთებლი ბავშვების დასაცავათ," - წერს გულმამედლი ფეისბუქზე.

არასრულწლოვნის მშობიარობის შესახებ ინფორმაცია რადიო "მარნეულს" დაუდასტურა "სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმის" თავმჯდომარე სამირა ისმაილოვამაც.

გამოძიება, 140-ე მუხლით მიმდინარეობს.