პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მოკლული 14 წლის აითაჯ შახმაროვას მამა გამოკითხვაზე დაიბარეს. მას დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მიანიჭეს.
არსებული ინფორმაციით, აითაჯ შახმაროვას მამა საქართველოში არ იმყოფებოდა და ის ქვეყანაში მას შემდეგ ჩამოვიდა, რაც შვილი მოუკლეს.
როგორც ისა შახმიროვის ძმა აცხადებს, მკვლელობის შესახებ ტელევიზიიდან გაიგეს და ბავშვის იძულებით გათხოვების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონიათ.
"ჩემი ძმა რუსთავის პოლიციაში იკითხება. წლებია, დაშორებულია თავის ცოლს, ბავშვები დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელში იზრდებოდნენ. მამა მათ ფინანსურად ეხმარებოდა მაგრამ მიმოსვლა არ გვქონდა, არც დღესასწაულზე, არც რაიმე შემთხვევების დროს, არც გათხოვების ამბავი ვიცოდით. ეს ჩვენთვის არ უთქვამთ. წარმოიდგინეთ, მკვლელობის ამბავი ტელევიზიით შევიტყვეთ, შემდეგ გავაგებინე ჩემს ძმასაც. მასთან ბევრი საუბარი ვერ მოვასწარით, გამოკითხვაზე წაიყვანეს, თუმცა ზუსტად ვიცი, თავისი მკაცრი პოზიცია ექნება მომხდარზე", - განაცხადა ნუსა შახმიროვმა.
კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში ადრეული ქორწინების 14 წლის მსხვერპლი მოძალადე "ქმარმა" ცეცხლსასროლი იარაღით 6 ოქტომბერს მოკლა.
ასევე ნახეთ:
საგარეჯოში მოკლული 14 წლის გოგოს დედას და ბიძას პატიმრობა შეუფარდეს