სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს
1748161661
შიდა ქართლში ადამიანის გატაცების ბრალდებით 5 პირი დააკავეს. მათთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ, დღეს გორის სასამართლოში იმსჯელეს.
რეგიონული გამოცემა qartli.ge წერს, რომ მოსამართლემ ხუთივე ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
შიდა ქართლის პროკურორის განცხადებით, ბრალდებულებმა 30 000 აშშ დოლარის გამოძალვის მიზნით, იარაღის მუქარით გაიტაცეს ერთი ადამიანი. როგორც ბრალდებულების ახლობლები ირწმუნებიან, ფაქტი, სავარაუდოდ, ვალის დაბრუნებას უკავშირდება.
პროკურორის განცხადებით, ადამიანის გატაცება 2023 წლის აპრილში კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში მოხდა.
პროკურატურამ ბრალდებულებს სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლებით წაუყენა ბრალდება. ესენია: 143-ე მუხლის მეორე ნაწილის გ ქვეპუნქტი - თავისუფლების უკანონო აღკვეთა სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. 143-ე მუხლის მესამე ნაწილის ა ქვეპუნქტით - თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;
143-ე მუხლის მესამე ნაწილის ე ქვეპუნქტი - თავისუფლების უკანონო აღკვეთა სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ
181-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტი - გამოძალვა ჯგუფურად;
181-ე მუხლის მეორე ნაწილის გ ქვეპუნქტი - გამოძალვა დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
ასევე დაგაინტერესებთ:
ჯარიმა 600 და 1000 ლარია - ამოქმედდა კანონი, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეთ
„იმ ქვეყნად ერთად ვითამაშებთ კალათბურთს...“ - დათუნა ჟღენტს თანაგუნდელები ემშვიდობებიან
„ახტა და სადენებს შეეხო“ - ადგილობრივები წყნეთში მომხდარი ტრაგედიის შესახებ საუბრობენ
VIDEO: „საშინელება ხდება, გვიშველეთ!“ - კადრები სტიქიის ზონიდან
სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს
1748161661
ძლიერი სეტყვა გორში - ნახეთ, კადრები
1748104272