პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მოქალაქე, ქრისტი მიქელაძე სოციალურ ქსელში უმძიმეს ფოტო და ვიდეომასალას ავრცელებს. როგორც ის წერს, 18 ივნისს მის ოჯახს თავს მეზობელი დაესხა.
როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, მამაკაცი ცხელ კვალზე იქნა დაკავებული.
„მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს“.
„მინდა ყველა იცნობდეთ ამ მკვლელს. 18 ივნისს შუაღამისას როდესაც ვბანაობდი და მამა იყო მაღაზიაში გასული სახლში შემოვიდა მეზობელი 25 წლის რომან გიკაშვილი. მალევე გავიგე მამას შემოსვლაც. ადამიანი რომლის სახელიც ეხლა გავიგე და მხოლოდ ვესალმებოდი ცადა ჩემი და მამას მოკვლა. მამას 30-ზე მეტი ჭრილობა აქვს თავზე.
მე რადგან ბევრჯერ მოვიშორე დანა, მაქვს მხოლოდ 4ჭრილობა და ვარ სასტიკად ნაცემი.ყველანაირად ცადა ჩემი მოკვლა.აბანოში მგუდავდა . 3 ჯერ გავაგდებინე დანა ყელი რომ უნდა გამოეჭრა. დანა რომ გავაგდებინე თავში და სახეზე გამეტებით მირტყამდა ყველაფერს. ბოლოს სახლს წაუკიდა ცეცხლი მოუშვა გაზი და გაიქცა.რა თქმა უნდა დაიჭირეს. ჩვენ სასწაულებრივად გადავრჩით მადლობა უფალს და მადლობა მეზობლებს ვინც გადაგვარჩინა.და ყველას ძალიან.
დიდი მადლობა ბინც ეს დღეები გვერდით დამიდგა.ვინც დიდი ხანია მიცნობს იცის 17წლის ვიყავი დედას კიბოს დიაგნოზი რომ დაუსვეს. მაშინ ჩემი ცხოვრება გვერდზე გადავდე და ჩემი თავი დედას მივუძღვენი. თითქმის 2წელი ყველაფერს ვაკეთებდი რაც შემეძლო.ბოლო ნახევარი წელი ძალიან მძიმედ მყოფ დედას ვუვლიდი ყოველდღე ვხვდებოდი რომ ხელიდან მეცლებოდა და ვერაფერს ვშველოდი..დედას გარდაცვალებიდან 8წელზე მეტი გავიდა და დღემდე ის ტრავმა არ გამნელენია. ეს წლებია მხოლოდ ჩემი ოჯახისთვის ვცოცხლობ და ვცხოვრობ. ვარ ჩემთვის წყნარად და ცუდად არავის არასდროს შევხებივარ. ამ 8წლის შემდეგ კი ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ტრამვა როცა მამა მკვდარი მეგონა და ჩემს თვალწინ მოკლეს. მე ვინც ყველას ყოველთვის ყველაფერს ვპატიობდი და არასდროს არავინ შემძულებია.
ამის გამკეთებელს არასდროს ვაპატიებ მინდა ციხიდან ცოცხალი ვერასდროს გამოვიდეს. ეს არის ჩემი ცხოვრების პირველი ადამიანი ვინც მძულს ბინც ერთადერთი მამას მიკლავდა. გისურვებ მთელი გულით რომ რაც ჩვენ მოგვაყენე იმაზე მეტად წამებით მოკვდე ძალიან მალე. შენნაირები არ უნდა არსებობდნენ. შეგნებულად არ ვდებ მამას ფოტოს რადგან ის ჩემზე გაცილებით მძიმე მდგომარეობაშია საბედნიეროდ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.. აქვე მიზეზი უცნობია რის გამო კლავდა მამას..და მე როგორც მოწმეს...“,- წერს მოქალაქე.
ასევე ნახეთ: