EXCLUSIVE: „კეფის და გულმკერდის მიდამოში აღენიშნება ჭრილობები...“ - ადგილი, სადაც 19 წლის ბიჭის მკვლელობა მოხდა

მკვლელობა

მიმდინარე წლის 26 მაისს, ქობულეთში, სოფელ ლეღვაში სტადიონთან 19 წლის გიორგი ალხანიშვილის ცხედარი იპოვეს. ახალგაზრდას მანამდე რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი ალხანიშვილი სოფელში მეგობრებთან ერთად სტუმრად იმყოფებოდა. მომხდარის გამო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 3 პირი დააკავა, ხოლო, მკვლელობის მთავარ ფიგურანტს, ალექსანდრე ბაჟუნაიშვილს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

ბაჟუნაიშვილი მომხდარიდან მალევე ლონდონში მალევე ლონდონში გაემგზავრა, არსებული ინფორმაციით იგი დიდ ბრიტანეთში დააკავეს. ახლა ადვოკატები მის საქართველოში ექსტრადიციას ელოდებიან.

„პრაიმტაიმმა“ ექსკლუზიურად მოიპოვა ქობულეთში მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმის მასალები.

ცხედრის დათვალიერების შედეგად ირკვევა, რომ მოკლულ 19 წლის გიორგი ალხანიშვილს ჭრილობა სხეულის რამდენიმე ადგილას მიაყენს.

„სახის მიდამოში და თავის არეში აღენიშნება რბილი ქსოვილების დეფექტი. კეფის არეში აღენიშნება ჭრილობა, ასევე სამი ჭრილობა აღენიშნება გულმკერდის უკანა ზედაპირზე და წელის მიდამოში....“, - აღნიშნულია საქმის მასალებში. 

ჩვენ ასევე მოვიპოვეთ, ფოტოები, ადგილიდან სადაც თანატოლებმა 19 წლის ბიჭის სასიკვდილოდ გაიმეტეს. 

ასევე დაგაინტერესებთ:

Exclusive: „ვერ ვიაზრებდი, რა მოხდა... ბევრჯერ ჩაარტყა ძალიან... ვერ გავაჩერეთ“ - სასტიკად მოკლული 19 წლის ბიჭის საქმის დეტალები

ბრალდებულის გადაწყვეტილებით, 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმეს ნაფიცი მსაჯულები არ განიხილავენ

Exclusive: „მე მაინც მკვდარი ვარ და ამ ტკივილს ვერაფერი გამინელებსო...“ - მამის მკვლელობაში ბრალდებული ბიჭის ადვოკატის ინტერვიუ, უპრეცედენტო ვერდიქტის შემდეგ