დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
პროკურატურა მეორე ინსტანციის სასამართლოში ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას ითხოვს.
ნათია გურულის თქმით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ტენდენციური გადაწყვეტილება მიიღო.
„ბრალდების მხარემ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი გაასაჩივრა და ითხოვს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალად შერაცხულ ქმედებებთან დაკავშირებით სასამართლომ გამამტყუნებელი სასჯელი გამოიტანოს და სასჯელის მიზნების რელევანტური სასჯელი შეურჩიოს. ბრალდების მხარე დღევანდელ პროცესზე შესავალ სიტყვას წარვადგენთ, რის შემდეგაც, დაცვის მხარის შესავალ სიტყვას მოვისმენთ. ბრალდების მხარეს მოლოდინი აქვს, რომ სასამართლო განსხვავებით პირველი ინსტანციის სასამართლოსგან ტენდენციურად და მიკერძოებულად არ შეაფასებს გარემოებებს, მტკიცებულებებს და გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. ბრალდების მხარემ ჩვენს ხელთ არსებული მტკიცებულებები გამოძიების ეტაპზე სრულად წარვადგინეთ, თუმცა, ახალი ინფორმაცია არის იმ ფსიქოლოგის ტენდენციურობასთან დაკავშირებით, ვინც ჩაატარა ბასილაშვილის ფსიქოლოგიური ექსპერტიზა. აღნიშნულს ბრალდების მხარე სასამართლოს წარუდგენს“, - განაცხადა ნათია გურულმა.
ცნობისთვის, ნიკოლოზ ბასილაშვილს ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას ედავებოდნენ. ის თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. სწორედ, აღნიშნული გაასაჩივრა ბრალდების მხარემ.