„იცის, როგორ მიყვარს ჩემი სამსახური და ზუსტად იმ ადგილას დამარტყა...“ - იოსებ სიგუა დუმილს არღვევს
1785187530
მომხმარებლის მოტყუების გამო პასუხისგებაშია მიცემული ორი პირი.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულები რძის პროდუქტების მწარმოებელი ერთ-ერთი კომპანიიდან, მიზერულ ფასად ყიდულობდნენ ვადაგასულ და საკვებად უვარგის პროდუქტებს, რომელიც თითქოსდა ცხოველთა საკვებად სჭირდებოდათ.
ამის ნაცვლად, ვადაგასული-უხარისხო საქონლის რეალიზაცია მოტყუებით ხდებოდა თბილისში არსებულ საცხობებსა და სავაჭრო ობიექტებში.
ამოღებულია რეალიზაციისათვის განკუთვნილი დაახლოებით 6 ტონა ვაგადასული რძის პროდუქტი.