„ვიდეო ოპერაციამდეა გადაღებული... იქ საკუთარი ფეხით მივიდა...“ - 35 წლის ნინი მუჯირს ემშვიდობებიან
1782290488
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, იმერეთის, ქვემო ქართლის, თბილისის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, გურიისა და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 14 პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე ნაგებობების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა. ერთ-ერთი დაკავებულისგან, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.