დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელიც ქართველებს აგინებდა

დაკავებული რუსი

სამართალდამცველებმა აღმაშენებლის გამზირზე, დააკავეს მოქალაქე, რომელიც ქართველებს აგინებდა და უცენზურო სიტყვებით მიმართავდა. „პრაიმტაიმის ინფორმაციით, მამაკაცი, რუსეთის მოქალაქეა და ის არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.

როგორც „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მამაკაცს, პოლიციის თანამშრომლებმა არაერთგზის მოუწოდეს შეეწყვიტა ზემოთ აღნიშნული ქმედება, თუმცა ის მათ მოთხოვნებს არ დაემორჩილა.

„პოლიციის თანამშრომლების მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავდა ერთი პირი, რომელიც არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და მიუხედავად პოლიციის თანამშრომლების არაერთგზის მოწოდებისა შეეწყვიტა ზემოთ აღნიშნული ქმედება არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ ქმედებას“,- განაცხადეს შსს-ს პრესსამსახურში.

ცნობისთვის, გვიან ღამით გავრცელდა ვიდეო, რომელიც აღმაშენებლის გამზირზეა გადაღებული. უცნობი მამაკაცი ქუჩაში ქართველებს აგინებდა.