Messenger-ს კიდევ ერთი ახალი ფუნქცია დაემატა
1734033334
ახალი დეტალები რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ - წინასწარი ინფორმაციით ირკვევა, რომ ახალგაზრდა კაცმა ცოლს და სიდედრს ჩასაფრება მაშინ მოუწყო, როდესაც ქალი დედასთან ერთად მცირეწლოვან შვილს ეტლით ასეირნებდა.
კაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რაც ორივე ქალისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა.
სროლის დროს ჩვილი სიკვდილს სასწაულით გადაურჩა.
"ინტერპრესნიუსის" ცნობით, ახალგაზრდა კაცმა მისი მეუღლე მარიამ სოფრომაძე და სიდედრი ინგა ბეგაშვილი მოკლა.
„ხუთი გასროლის ხმა იყო, თავდაპირველად ორი, შემდეგ კიდევ ორი და ბოლოს ერთი გასროლის ხმა. გოგოები გარბოდნენ შეშინებულები,რომლებიც ისეთი შეშინებულები იყვნენ, ვერაფერი მითხრეს, მერე ჩვენ თვითონ წამოვედით. ვნახეთ ორი გარდაცვლილი. აქეთ კი, ეტლი იყო გამოგორებული, პატარა ბავშვი იყო შიგ, ალბათ, 1 წლის იქნებოდა. ის ბავშვი სკვერში მე წამოვიყვანე, პოლიციელს ვუთხარი, რომ მე წავიყვან-მეთქი. მერე ბავშვი ექიმებმა წაიყვანეს. თვითონ ის კაცი, რომელმაც ისროლა არ გარბოდა, ადგილზე იყო ისე ჩასვეს მანქანაში", - ამბობს თვითმხილველი.
შეგახსენებთ, რომ რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე ორი ქალი - დედა-შვილი მოკლეს. თავდასხმისთვის დაკავებულია ერთ-ერთი გარდაცვლილის, შვილის მეუღლე. მამაკაცმა ცოლს და სიდედრს სანადირო თოფიდან ესროლა.
ამ წუთებში, შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო.
გარდაცვლილის ფოტოებს „ტვ პირველი“ ავრცელებს.