ბუნებრიობა კვლავ ტრენდულია - 2026 წლის აქტუალური ვარცხნილობები
1768145841
ძალადობის ფაქტი ქუთაისის ერთ-ერთ სკოლაში - გავრცელებული ინფორმაციით, თანაკლასელებს შორის დაპირისპირება წელიწადზე მეტია გრძელდება. ბულინგის მსხვერპლმა ბავშვმა, გასულ კვირას, სკოლიდან დახმარების სათხოვნელად მშობელს დაურეკა.
ბავშვის მამამ მომხდარზე პასუხი დამრიგებელს და სკოლის დირექტორს მოსთხოვა, რის გამოც ადგილზე პატრული გამოიძახეს. ფაქტზე არ საუბრობს სკოლის დირექტორი, მომხდარს კი ადასტურებს რესურსცენტრი.
რესურსცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ინციდენტს ადგილი ნამდვილად ჰქონდა, თუმცა მოსწავლე სკოლაში სწავლას განაგრძობს.
საქმე წვრილმანი ხულიგნობის ადმინისტრაციული მუხლით არის აღძრული.