ბიძინა გიორგობიანი გიორგი კეკელიძის განცხადებაზე: რა საინტერესოა, ამათთვის შეიძლება „იუნესკოს“ მისწერონ დამსმენი წერილი ელისო ბოლქვაძის წინააღმდეგ და მათ თუ სიტყვა შეჰკადრა ვინმემ, უკვე ბულინგია?

bidzina giorgobiani

რა საინტერესოა, ამათთვის შეიძლება იუნესკოს მიწერონ დამსმენი წერილი ელისო ბოლქვაძის წინააღმდეგ და მათ თუ სიტყვა შეჰკადრა ვინმემ, უკვე ბულინგია? რა ხელშეუხებელი კასტაა ჩემმა მზემ? - ასე ეხმაურება ყოფილი პოლიტპატიმარი ბიძინა გიორგობიანი, კონკრეტული პირების წინააღმდეგ სოციალურ ქსელში ბოლო დროს აგორებულ ბულინგის კამპანიას.

გიორგობიანის შეფასებით, ხელისუფლების მოწინააღმდეგე გარკვეული ჯგუფი ცდილობს წარმოაჩინოს, რომ მათი მისამართით რაიმე სახის კრიტიკული მოსაზრების გაჟღერება ბულინგის კამპანიაა, ხოლო მმართველი პარტიის წევრების მისამართით წარმოებულ აგრესიულ კამპანიაზე არავინ საუბრობს. ამის მაგალითად გიორგობიანს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის განცხადება მოჰყავს, რომელიც წერს, რომ ტროლ-ბოტების სამიზნე გახდა. „რა საინტერესოა, ამათთვის შეიძლება იუნესკოს მიწერონ დამსმენი წერილი ელისო ბოლქვაძის წინააღმდეგ და მათ თუ სიტყვა შეჰკადრა ვინმემ, უკვე ბულინგია? რა ხელშეუხებელი კასტაა ჩემმა მზემ? საზოგადოების პოლარიზება მეტი რაღა უნდა იყოს საინტერესოა. სალომე ზურაბიშვილი ერთ დროს ხომ ამ თემაზე მართავდა შეხვედრებს, რატომ აღარაფერს ამბობს, გადავიდა რევოლუციურ რეჟიმში?“ - წერს ბიძინა გიორგობიანი Facebook-ზე.