პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუას ადვოკატის იოსებ ჯანაშიას განცხადებით, ბრალდების მხარემ ოდროლოგიური ექსპერტიზა ისე ჩაატარა, რომ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა.
მისივე თქმით, ექსპერტიზის პასუხი არის დადებითი. მისივე თქმით, შსს ჩქარობს და არ უნდა ამ საქმეზე მტკიცებულებების წარმოდგენაში, სანდოობაში გამჭირვალობა.
„ბრალდების მხარე გეგმავს მტკიცებულებების გამოკვლევას. როცა ბრალდების მხარემ ჩანიშნა ოდოროლოგიური ექსპერტიზა, ჩვენ შუამდგომლობა დავაყენეთ ბრალდების მხარის წინაშე, რათა ჩვენი წარმომადგენლის მონაწილეობით ჩატარებულიყო ეს ექსპერტიზა, თუმცა აღმოჩნდა, რომ 7 მარტს გადაიგზავნა საექსპერტო ბიუროში აღნიშნული საექსპერტო კვლევისთვის ნიმუშები და 8 მარტს გაცემული იყო ამ ექსპერტიზის დასკვნა. როგორც იცით ოდოროლოგიური ექსპერტიზა ტარდება საქართველოში შსს-ს სპეციალურ კრიმინალისტურ საექსპერტო დაწესებულებაში, რომლის ანალოგი სამწუხაროდ არ არის და დაცვას არა აქვს შესაძლებლობა გადაამოწმოს ეს ექსპერტიზის დასკვნა.
ამის ალტერნატიული დასკვნა არ არსებობს, ამიტომაც ვითხოვდით ჩვენ, დაცვის მხარე ჩვენი წარმომადგენლით ყოფილიყო ჩართული ამ ექსპერტიზის პროცესში, თუმცა როგორც იცით შუამდგომლობაზე პასუხი ჯერ კიდევ არ მიგვიღია და ექსპერტიზის დასკვნა უკვე დასრულებულია და შესაბამისად ბრალდების მხარე დღეს მას წარმოადგენს პროცესზე . ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო აბსოლუტურად ჩქარობს, არ უნდა ამ საქმეზე მტკიცებულებების წარმოდგენაში, სანდოობაში გამჭირვალეობა და ფაქტიურად აკეთებს იმას, რასაც აკეთებს, ანუ მტკიცებულებებს ფალსიფიცირებით უნდა შექმნას ისეთი მტკიცებულებები რაც მას ფონს გაიყვანს და მისთვის სასურველ შედეგს მიაღწევს ამით. როგორც ვიცი ექსპერტიზის შედეგი არის დადებითი ბრალდების მხარისთვის“,- განაცხადა იოსებ ჯანაშიამ.
ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიარაღებული ბადრი ესებუა შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა. ბადრი ესებუა მიმდინარე წლის 8 თებერვალს დააკავეს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ამ წუთებში სხდომაზე დაზარალებული ზოია ქირიას გამოკითხვა მიმდინარეობს მოწმის სტატუსით. დღეს 7 მოწმის გამოკითხვა მოხდება.