„არც ვიცოდი, მოხვდა თუ არა, დილით გავიგე, პოლიცია რომ დამადგა...“ - ძაღლის დაჭრაში ბრალდებულის ჩვენება

სასამართლო

ძაღლის დაჭრაში ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდება პროკურატურამ მოითხოვა. გორის სასამართლომ კაცს 4 000 ლარის გადახდა დააკისრა.

სასამართლო პროცესზე კი ბრალდებულმა თქვა, რომ ცხოველი მეურნეობას უზიანებდა, რის გამოც ესროლა, თუმცა მოხვდა თუ არა ტყვია, მისივე თქმით, მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, რაც პოლიცია მის დასაკავებლად მივიდა:

„არც ვიცოდი, მოხვდა თუ არ მოხვდა ძაღლს. ეგ გავიგე დილით, პოლიცია რომ დამადგა“, - თქვა სასამართლოზე ბრალდებულმა.

ცნობისთვის, შემთხვევა სოფელ რეხაში მოხდა. ცხოველთა უფლებადამცველების მოთხოვნის მიუხედავად, მოსამართლე დარბაიძემ აღკვეთის სახით ნაკლებად მძიმე ღონისძიება გამოიყენა. 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

თბილისის რომელ რაიონს როდის აღუდგება წყლის მიწოდება - ნახეთ, მისამართები და აღდგენის დრო

15 იანვარი წლის მთავარი ბედობაა" - ნახეთ, როგორ უნდა გაატაროთ ეს დღე