1736436650
დავით ჩიხელიძე: საქართველოს თავდაცვის მინისტრმა რამშტაინის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო - ძაღლი ყეფს ქარავანი მიდის, ჯო უილსონის მსგავსი კომიკური ფიგურების მუქარა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ვერ და არ იქნება
კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ უილსონის სიტყვას ჩალის ფასი აქვს, მისი მოწოდებიდან რამდენიმე საათში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა რამშტაინის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო, - ამის შესახებ ექსპერტი დავით ჩიხელიძე, სოციალირ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, უილსონის მოწოდების მიუხედავად, რომელიც მსოფლიო ლიდერებს და ორგანიზაციებს საქართველოს ხელისუფლების ბოიკოტირებისკენ მოუწოდებს, ირაკლი ჩიქოვანი გერმანიაში, რამშტაინკს შეხვედრაში მონაწილეობდა.
ჩიხელიძის შეფასებით, საქართველოს ჰყავს არჩეული, ლეგიტიმური ხელისუფლება, ჯო უილსონის მოწოდება ბოიკოტის შესახებ კი, მუდამ მოწოდებად დარჩება.
დღეს ჯო უილსონმა საქართველოსთან დაკავშირებით მორიგი, ყალბი განცხადება გაავრცელა, სადაც ის მსოფლიო ლიდერებს და ორგანიზაციებს მოუწოდებს ბოიკოტი გამოუცხადონ საქართველოს ხელისუფლების წევრებს და მათთან შეხვედრები არ გამართონ. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ უილსონის სიტყვას ჩალის ფასი აქვს, მისი მოწოდებიდან რამდენიმე საათში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა რამშტაინის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო, შეხვედრები გერმანიაში იმართება, რომელსაც არაერთი მაღალი დონის პოლიტიკოსი ესწრება, მათ შორის აშშ-ს თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი, ძაღლი ყეფს ქარავანი მიდის, ჯო უილსონის მსგავსი კომიკური ფიგურების მუქარა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ვერ და არ იქნება, რადგან მისი განცხადების მთავარი მოტივაცია ფინანსებია, რაც მას აიძულებს რეალობას აცდენილი განცხადებები გააკეთოს, დღევანდელი მისი მოწოდება საქართველოს ხელისუფლების ბოიკოტირების შესახებ, რეალობას იყო აცდენილი, რასაც თავდაცვის მინისტრის გერმანიაში ვიზიტი და მაღალი დონის შეხვედრები ადასტურებს! საქართველოს ჰყავს არჩეული, ლეგიტიმური ხელისუფლება, ჯო უილსონის მოწოდება ბოიკოტის შესახებ კი, მუდამ მოწოდებად დარჩება! ინფორმაციისთვის აღვნიშნავ, რომ რამშტაინის ფორმატი, ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით, 2022 წლის აპრილში ჩამოყალიბდა და უკრაინის მხარდამჭერ 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს.” - წერს დავით ჩიხელიძე.