გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოში, 3 წლის ბიჭის გარდაცვალების ადგილზე, დილიდან პოლიცია იმყოფება.
სამართალდამცველებმა ვეფხვისა და მოყმის მონუმენტთან მისასვლელი ტერიტორია ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს და საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებენ.
ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი მცირეწლოვნის ოჯახი არხილოსკალოში, დასასვენებელ ადგილზე, ჯვრის სანახავად იმყოფებოდა, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა.
ტრაგედია 29 ოქტომბერს დატრიალდა. სამი წლის ბავშვს მოულოდნელად მონუმენტიდან ჩამონგრეული ფრაგმენტი დაეცა და ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
დაღუპული ბიჭის ოჯახი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოდან არის.