პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მოკლული 14 წლის აითაჯ შახმაროვას მამის ძმა "კურიერთან" ამბობს, რომ გარდაცვლილის მამას შვილებთან კონტაქტი არ ჰქონდა და მათ მხოლოდ ფინანსურად ეხმარებოდა. როგორც ბიძა ჰყვება, ის რუსეთში ცხოვრობდა და არაფერი იცოდა მოზარდის იძულებით გათხოვების შესახებაც.
"ჩემი ძმა იყო რუსეთში, იქიდან მხოლოდ ფინანსურად ეხმარებოდა. ცოლთან ოფიციალურად გაშორებული იყო და მათ არც უთქვამთ გოგონას გათხოვების ამბავი. ჩვენ ეს ტელევიზორით მას შემდეგ გავიგეთ, რაც გოგო მოკლეს. ბოლო 3-4 წელი ჩვენ ის არ გვინახავს, ვნახეთ მხოლოდ გარდაცვლილი, როდესაც აქ მოვასვენეთ. პანაშვიდებზე დედასთან არ გვილაპარაკია. მიიჩნევდა თუ არა თავს დამნაშავედ. გოგო აქ, ჩვენი სოფლის სასაფლაოზე დავკრძალეთ და შემდეგ დაიწყო გამოკითხვები პოლიციაში. მოვიდნენ სამართალდამცველები, წაიყვანეს ჩემი ძმა და მან ყველაფერი მოყვა, რისი თქმაც შეეძლო," - აცხადებს მოკლული გოგონას ბიძა.
14 წლის გოგონას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის ბიძის და ბიძაშვილის საქმეზე, სავარაუდოდ, დღეს სასამართლო იმსჯელებს. ორივე მათგანს მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება ბრალად. გამოძიების ინფორმაციით, ზაფხულში, როდესაც არასრულწლოვანი ქორწინების იძულების მიზნით ბრალდებულმა გაიტაცა, ის სოფელ ლამბალოში, თავისი ბიძის სახლში მიიყვანა. დანაშაულის მიუხედავად, ბიძამ და ბიძაშვილმა პოლიციას არ შეატყობინეს. ახლა მათ 2-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
"თითოეულ ბრალდებულს, როგორც ასლანოვს, ისე ალიევს წაყენებული აქვთ 376-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალდება, რაც ნიშნავს დანაშაულის შეუტყობინებლობას. ბრალდების მხარე, აღნიშნული დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე, შუამდგომლობს პატიმრობის გამოყენებით, ჩვენი, დაცვის პოზიცია იქნება გირაოს გამოიყენება თითოეულ მათგანზე 5 000 ლარის ოდენობით, ვინაიდან ბრალდებულები არ არიან წარსულში ნასამართლევი და ვფიქრობთ, ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებენ, რომ გირაოს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს,"- აცხადებს ადვოკატი არჩილ დვალიშვილი.
პატიმრობაში იმყოფება ასევე მოკლული აითაჯის დედა და კიდევ ერთი ბიძა - მათ ქორწინების იძულებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში სდებენ ბრალს.
ასევე ნახეთ:
VIDEO: „რას აკეთებ... გააჩერე!“ - სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ვიდეომ ხალხი აღაშფოთა